25 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე, როდესაც ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის ტრადიციული წესი საგალობლების თანხლებით შესრულდა. სამების საკათედრო ტაძარში ასევე შესრულდა დატირება, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზე "ვაი რა კარგი საჩინოს" მიხედვით არის დაწერილი და პატრიარქის კურთხევით შეიქმნა.

მრევლს მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ.

დღის ამბები