25 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
კრიტიკა დასავლეთიდან - ხელისუფლება დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ პარტნიორების განცხადებები მოკლებულია ობიექტურობას

კრიტიკა დასავლეთიდან - დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს ევროპარლამენტარებმა, რომლებიც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს გამჭვირვალობის კანონი და კონცენტრირდეს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეფორმებზე. ბრიუსელში ამბობენ, რომ, მიღების შემთხვევაში, კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. თბილისისთვის ეს ისევ უარგუმენტო კრიტიკაა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდება კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ გამჭვირვალობის ვალდებულებას უკავშირდება, რომელიც კანონის მიღების შემდეგ ყველასთვის ამოქმედდება.

კანონპროექტის კრიტიკასთან ერთად, ქვეყნის გარედან, ქვეყნის შიგნით მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც ეხმაურებიან. იმეორებენ, რომ კანონი, დამტკიცების შემთხვევაში, საფრთხეს შეუქმნის პროგრესს ევროკავშირის გზაზე, რასაც საქართველოში ოპოზიციაც ამტკიცებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, განცხადება გავრცელდა კანდიდატი მოლდოვადანაც. ქვეყნის პრეზიდენტი წერს, რომ მოლდოვა ქართველ ხალხთან დგას, რომელიც უდრეკ სიმამაცეს, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ღრმა ერთგულებას აჩვენებს. საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიც, რომ გაიწვიოს კანონპროექტი და ჩაერთოს დიალოგში. მმართველ პარტიასა და უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ გასაკვირი არაა, როდესაც უცხოური გავლენის შემცირების შესახებ კანონი სხვა ქვეყნებს არ მოსწონთ.

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეშფოთებას გამოთქვეს საფრანგეთშიც. ქვეყნის საგარეო უწყების ოფიციალური განცხადებით, საფრანგეთი გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი პროტესტის უფლება. ამ განცხადებას მოჰყვა საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პასუხიც. უწყება წერს, რომ არაობიექტური შეფასებები ძალადობას ახალისებს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტზე დასკვნას დაჩქარებული წესით ამზადებს ვენეციის კომისია, რომელსაც კანონის მესამე მოსმენით მიღებამდე გამოაქვეყნებს. კომისიას სამართლებრივი შეფასებისთვის ევროპის საბჭომ მიმართა.

დღის ამბები