25 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში - ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოებთ ევროპას - მამუკა მდინარაძე

"ნაცმოძრაობას" და მდიდარ "ენჯეოებს" ახალი, მდაბიო, ფაშისტური და გაღმა შედავების კამპანია წამოუწყიათ - ოღონდ ჩვენ არ გავასაჯაროოთ, რამდენ ათეულ მილიონებში ვყიდით ქვეყანას და ვინც ამის გასაჯაროებას კანონით მოითხოვს, იმას მოღალატეს დავარქმევთ და 30-30 თეთრს ჩავურიცხავთო, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის თქმით, "არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ამ სლოგანში ახალგაზრდებს სრულიად ეთანხმება, თუმცა ჯერ კარგად უნდა გაერკვნენ, სადაა რუსული კანონი და ვინ აშორებს ან აახლოებს მათ ევროპას.

"ნაცმოძრაობას" და მდიდარ "ენჯეოებს" ახალი, მდაბიო, ფაშისტური და გაღმა შედავების კამპანია წამოუწყიათ - ოღონდ ჩვენ არ გავასაჯაროოთ, რამდენ ათეულ მილიონებში ვყიდით ქვეყანას და ვინც ამის გასაჯაროებას კანონით მოითხოვს, იმას მოღალატეს დავარქმევთ და 30-30 თეთრს ჩავურიცხავთო.

რასაც რუსული ეძახეს, განხილვებზე ყველაფერი ამერიკული აღმოჩნდა და რაღა მოიფიქრონ აღარ იციან.

ის, რაც კარგია შტატებსა და ევროპაში (თან უფრო მკაცრი ფორმით), საშინელებაა საქართველოში - ეს მოცემულობა არ იმუშავებს, დამიჯერეთ.

არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში - ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოებთ ევროპას. ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც თავი არავის უნდა მოატყუებინოთ. გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული! , - წერს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები