25 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
სასტუმრო "პარაგრაფთან" მოძრაობა "სირცხვილიას" აქცია მიმდინარეობს

მოძრაობამ "სირცხვილია" აქცია სასტუმრო "პარაგრაფთან" დააანონსა. აქტივისტებმა შეკრება უკვე დაიწყეს. ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტი იქნება მშვიდობიანი და მათი მიზანია, ხმა გააგონონ საერთაშორისო საზოგადოებას.

სწორედ სასტუმრო "პარაგრაფში" მიმდინარეობს აზიის განვითარების ბანკის სამდღიანი ფორუმი. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომელთაც ერთგვარი კორდონი აქვთ გაკეთებული. მათ აქტივისტებს უთხრეს, რომ არ გადაკვეთონ ის, თუმცა გადაკვეთის მცდელობები იყო. 

 

 

 

 

დღის ამბები