25 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ აქტივისტების ჯგუფი მას და მის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა - უკრაინელ ქალს ტვინის შერყევა აქვს

აქციაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. მოქალაქე ნიკოლოზ გუდაძე აცხადებს, რომ აქტივისტების ჯგუფი მას და მის მეუღლეს, რომელიც უკრაინელია, თუმცა რუსული აქცენტი აქვს, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მისივე თქმით, დაშავებული ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, მას ტვინის შერყევა აქვს.

გუდაძემ სამართალდამცველებს უკვე მიმართა. ის აცხადებს, რომ დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებს მიუთითა, რატომ აზიანებდნენ ერთ-ერთი ხიდის სიმბოლიკას.

"დამიწყეს გინება, უშვერი სიტყვებით საუბარი, წივილი, წივილი, როგორც ამათ, ზოგადად, სჩვევიათ, და მოვიქნიე ხელი. მე მივდიოდი წინ და ჩემ უკან მოდიოდა ჩემი მეუღლე. თურმე, ეცნენ ჩემს მეუღლეს, რადგან მას რუსული აქცენტი აქვს, უკრაინელია. ვინაიდან რუსული აქცენტით ლაპარაკობდა, ამის გამო უთხრეს "შე რუსო, წაეთრიეთ მოსკოვში" და ა.შ. ის ეუბნებოდა, რომ უკრაინელია და რატომ უნდა წავიდე მოსკოვშიო, ამის მერე მეცნენ მე. მეუღლეს დაუდგინდა ტვინის შერყევა. რა თქმა უნდა, შეატყობინეს პოლიციას და ახლა იქ არიან", - განაცხადა ნიკოლოზ გუდაძე.

დღის ამბები