“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მარცხენა სანაპირო გადაკეტეს. ტერიტორიაზე გაჩერებულია საავტომობილო მოძრაობა.
აქციის მონაწილეები აღნიშნულ ადგილზე მსვლელობით გმირთა მოედნიდან მას შემდეგ მივიდნენ, რაც დემონსტრაციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აღნიშნულისკენ აქციის მონაწილეებს მოუწოდა.
პროტესტის მონაწილეები მძღოლებს მოუწოდებენ ავტომობილებიდან გადმოსვლისკენ და სკანდირებენ "გადმოდით". მძღოლების ნაწილი აღნიშნულ მოწოდებას შეუერთდა, რასაც აქციის მონაწილეები ტაშით, ხოლო დანარჩენი მძღოლები სიგნალებით შეხვდნენ.