25 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელ რკინის ჭიშკარზე აძრომას ცდილობდნენ - სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელ რკინის ჭიშკარზე აძრომას ცდილობდნენ - პარლამენტის შიგნით მყოფმა მცირერიცხოვანმა სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ასევე, პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი აირის ყუმბარები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი განცხადებას ავრცელებს, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდებს მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ.

 

დღის ამბები