ფოთში, 8 აგვისტოს მემორიალთან ახალგაზრდები შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გააპროტესტეს.
"კი ევროპას, არა რუსულ კანონს" - მსგავსი შინაარსის ლოზუნგებით მათ დაგმეს კანონპროექტის მიღება და გუშინდელ აქციაზე მომხდარი მოვლენებიც გააპროტესტეს.
ახალგაზრდებმა მსვლელობით მერიასთან გადაინაცვლეს, სადაც პერფორმანსი მოაწყვეს.
"ჩემს მოქალაქეებთან ვარ იმისათვის, რომ დავგმო რუსული კანონი, გავაპროტესტე "ქართული ოცნების " ეს წამოწყება იმიტომ, რომ არ მინდა ერთ დღესაც გავიღვიძო და რუსეთში აღმოვჩნდე. ახალგაზრდები ვიბრძვით ევროპული მომავლისთვის, არ გვინდა მონობა."- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მარიამ ტყებუჩავა.