25 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საპოლიციო დანაყოფები, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გაიყვანეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან საპოლიციო დანაყოფები, სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა გაიყვანეს. ადგილზე უსაფრთხოების მიზნით, მხოლოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები რჩებიან.

მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტის შენობა დატოვეს, სპეცრაზმმა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დატოვა და დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა.

ამ ეტაპზე მოქალაქეები პროტესტს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიებზე მართავენ.

 

 

 

დღის ამბები