25 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა თბილისის ქუჩებში მსვლელობა დაიწყეს

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები აცხადებენ, რომ თბილისის ქუჩებში გააგრძელებენ პროტესტს.

როგორც პარლამენტთან აქციაზე რატი ამაღლობელმა განაცხადა, ერთი ნაკადი დაიძვრება პირველი გიმნაზიიდან, ხოლო მეორე ნაკადი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლიდან. მისივე თქმით, თბილისის ქუჩებში დაიწყება არაძალადობრივი მოძრაობა.

რუსთაველის გამზირზე ამ ეტაპზე საავტომობილო მოძრაობა არის შეზღუდული.

დღის ამბები