თბილისში უკვე დაწყებულ აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან. კოლონა დაიძრა ქუთაისიდან. მოქალაქეები, აქტივისტები და პოლიტიკური პარტიის წევრები მერიის წინ შეიკრიბნენ და დედაქალაქში მიდიან.
მონაწილეების თქმით, გმობენ ძალადობას და აპროტესტებენ "ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივას. აცხადებენ, რომ პროტესტი კანონპროექტის გაწვევამდე გაგრძელდება.