25 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
საპოლიციო ძალებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან აქტივისტების გაყვანა დაიწყეს - ადგილზე იმყოფება ვაჟა სირაძე

საპოლიციო ძალებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან აქტივისტების გაყვანა დაიწყეს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძეც. პარალელურად, აქციის მონაწილეები სკანდირებენ. პოლიცია ცდილობს მომიტინგეები უკან დახიოს.

დემონსტრანტებისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აძლევს პოლიცია მათ ადგილზე პროტესტის შესაძლებლობას. პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელი სრულად დაიკავა და მომიტინგეების ნაწილი უკვე ჭიჭინაძის ქუჩაზეა გადაყვანილი. პოლიცია ცდილობს აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელიბს ბლოკირება არ მოახდინონ. 

აღსანიშნავია, რომ შსს-მ განცხადება გაავრცელა. უწყება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, აგრეთვე, ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა აკრძალულია.

დღის ამბები