25 ნოემბერი 2024,   08:25
ვრცლად
რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იკრიბებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც "გამჭვირვალობის" კანონს ეწინააღმდეგებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - მოხდეს კანონპროექტის უკან გაწვევა. როგორც ისინი ამბობენ, მათი პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ შეასრულებს.

რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა და შეწყვეტილია საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულები არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

იქ იმყოფება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

"ჩვენ ახლა გამოგვიცხადეს ბრძოლა და დაპირისპირება მთელი ქართული იდენტობის გასატეხად. ჩვენ არ შეიძლება რომ გავჩერდეთ, იმიტომ რომ ამის უკან არის ჩვენი იდენტობის კიდევ ბევრი ხნით ოკუპირება," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

დღის ამბები