25 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
აშშ-მა რუსულ ბანკებთან ტრანზაქციები დროებით დაუშვა

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსულ ბანკებთან, როგორებიცაა "ცენტრალური ბანკი", VTB, "სბერბანკი" და "ალფა-ბანკი", ენერგეტიკის სფეროში ტრანზაქციები დროებით დაუშვა. ენერგეტიკის სექტორში ანგარიშსწორებისთვის ოპერაციები 2024 წლის 1-ელ ნოემბრამდე, შესაძლო გახანგრძლივების პირობით, დაამტკიცეს.

უწყება განმარტავს, რომ ენერგეტიკის სფეროში ოპერაციებად ჩაითვლება ტრანზაქციები, რომლებიც ნავთობის, თხევადი გაზის, ხის მასალის, ნახშირისა და ურანის მოპოვებას, წარმოებას, გადამუშავებას, ტრანსპორტირებას და შეძენას ეხება. ლიცენზიის მიხედვით, ასევე დასაშვებია რუსულ ბანკებთან ტრანზაქციები, რომლებიც დაკავშირებულია ენერგიის წარმოებასთან, მიწოდებასთან ან გაცვლასთან ნებისმიერი საშუალებით.

დღის ამბები