უკრაინაში ომი გრძელდება - რუსულმა ძალებმა ოდესაში საცხოვრებელო კორპუსები და სასწავლო დაწესებულება ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს. შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 28 ადამიანი, მათ შორის, არიან არასრულწლოვნები და ერთი ორსული.
საარტილერიო იერიში განხორციელდა დონეცკის ოლქზე, რის შედეგადაც დაშავდა 2 ადამიანი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა 77 იერიში 6 მიმართულებით მოიგერიეს. სულ ფრონტზე 93 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.
ნატო-ს გენერალური მდივანი კიევში ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პარლამენტსაც ესტუმრა. იენს სტოლტენბერგი მიესალმა რადის ახალ კანონს მობილიზაციის შესახებ და აღნიშნა, რომ იგი უკრაინას ალიანსის მომავალ წევრად მიიჩნევს.
მანამდე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრებმა ბოლო თვეებში ვერ შეასრულეს სამხედრო დახმარების დაპირებები, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა იარაღისა და საბრძოლო მასალის ნაკადი გაიზრდება.