25 ნოემბერი 2024,   15:36
ვრცლად
"გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს სავარაუდოდ დღეს უყრიან

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაურიანი განხილვის შემდეგ მიღებულ კანონპროექტს, მეორე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე კენჭს, სავარაუდოდ, დღეს უყრიან.

მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ინიციატივა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მისი მთავარი მიზანი გამჭვირვალობაა. უმრავლესობაში, ამბობენ იმასაც, რომ მათ ვერ მიიღეს საკმარისი არგუმენტი ოპონენტების მხრიდან, თუ რატომ არის კანონი რუსული.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს, გადაუხვიოს ქვეყნის ევროპულ გზას.

დღის ამბები