25 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და აქტივისტები მსვლელობას მართავენ

ამ წუთებში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და აქტივისტები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ, ისინი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საერთო-სახალხო შეკრებას შეუერთდებიან.

შეკრება ახალგაზრდებმა მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე დიდ საკონცერტო დარბაზთან ნახევარი საათის წინ დაიწყეს, ახალგაზრდების დიდი ნაწილი მსვლელობას საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით შეუერთდა.

დღის ამბები