25 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი თავისუფალია.  ის მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა, მისი საქმის განხილვა კი პირველ მაისსაა ჩანიშნული.

პატიმრობიდან გათავისუფლებულმა პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დააკავეს და თავს დამნაშავედ არ გრძნობს.

ალექსი პეტრიაშვილი გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღის ამბები