25 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი გამჭვირვალობა, უსაფრთხოება და საბოლოო ჯამში, სუვერენიტეტის განმტკიცებაა - გივი მიქანაძე "გამჭვირვალობის" შესახებ კანონზე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის მთავარი მიზანი გამჭვირვალობა, უსაფრთხოება და საბოლოო ჯამში, სუვერენიტეტის განმტკიცებაა.

მისი თქმით, "უცხოური ძალის გავლენა არის ის კონკრეტული მოქმედება, რომელიც ფინანსდება და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ეს კეთილშობილურ მიზნებს ეხება".

"თუ თქვენ ამ კანონპროექტს დეტალურად წაიკითხავთ, ყველა ტერმინი, მათ შორის, უცხოურ ძალასთან დაკავშირებით და ასევე, უცხოური ძალის გავლენასთან დაკავშირებით, შეიძლება პირდაპირ არ არის განმარტებული, მაგრამ ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვისაუბრეთ დღესაც, განმარტებით ბარათშიც არის ამაზე საუბარი და ახლაც გეტყვით - უცხოური ძალის გავლენა არის ის კონკრეტული მოქმედება, რომელიც ფინანსდება და ხშირ შემთხვევაში, როდესაც ეს კეთილშობილურ მიზნებს ეხება, სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან და მიზნებთან. ამიტომ, ნებისმიერი ტერმინი რაზეც აქ არის საუბარი, დეტალურად არის განმარტებული შემდეგ მუხლებში.

ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი არის გამჭვირვალობა, რომელიც გადის ამ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის აღსრულებაზე, კანონმდებლობის განხორციელების განმტკიცებაზე და საბოლოო ჯამში, ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაზე", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები