25 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი ადვოკატმა მოინახულა

რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციის დროს, დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი ადვოკატმა მოინახულა. პეტრიაშვილი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორშია მოთავსებული. ადვოკატის, ლევან სამუშიას განცხადებით, ბრალდება უსაფუძვლოა.

"თვითონაც განცვიფრებულია. რისთვის დააკავეს თვითონაც არ იცის. გამოგონილია სამართალდარღვევები. სამწუხაროა, რომ ეს რეალობაა. სამართალდაცვითი სისტემა თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ალექსი პეტრიაშვილს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ და ის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევაზე.

 

დღის ამბები