25 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ხმაური იყო რუსთავის საკრებულოსთან - დაპირისპირება "ქართული ოცნების" და ოპოზიციური პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შორის მოხდა

რუსთავის საკრებულოში და საკრებულოს შენობასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. შეკრებილები საკრებულოს სხდომაზე განვითარებულ პროცესებს აპროტესტებდნენ.

"ქართულმა ოცნებამ" საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენა. გადაწყვეტილებას, დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა საკრებულოს 18-მა წევრმა. მათ შორის, "ქართული ოცნების" 16 დეპუტატთან ერთად, "ლელოს" მოქმედმა და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმაც.

ხმაური იყო საკრებულოს შენობასთან, სადაც გახარიას პარტიის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს. სიტყვიერი დაპირისპირება იყო გახარიას პარტიისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის. გადაყენებული თავმჯდომარე მათი პარტიის წარმომადგენელია. 

სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მოქალაქეებთან შესახახვედრად რუსთავის მერი მივიდა. ნინო ლაცაბიძე პროვოკაციაზე საუბრობს. 

"ეს არის გახარიას პარტიის და "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაცია. როგორც სამარცხვინოდ დაიწყეს და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გადაინაწილეს თანამდებობები და რომ არა "ნაციონალური მოძრაობა", გახარია თანამდებობას ვერ დაიკავებდა, ისე სამარცხვინოდ დაასრულეს. დღეს თავმჯდომარის იმპიჩმენტის და გადაყენების პერიოდში ჩამოიყვანეს ის ახალგაზრდები, რომლებსაც რუსთავთან საერთოდ კავშირი არ აქვთ და აპირისპირებენ რუსთაველ ახალგაზრდებს. პოლიტიკოსები დღეს პირველად არიან რუსთავში ჩამოსული და ეს ადამიანები ამტკიცებენ, რომ რუსთავზე მათ უფრო შესტკივათ გული ვიდრე ჩვენ, ვინც აქ მთელი გუნდი დღეს და ღამეს ვატარებთ, რომ ჩვენი ქალაქ ქალაქს დაემსგავსოს, განვითარდეს და წინ წავიდეს," - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

განცხადება გააკეთა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანა ბერდია სიჭინავამ. 

"26 ოქტომბერს ამ ორ პოლიტიკურ ძალას ქართველი ხალხი გასცემს საკუთარ ხმას, რომელსაც გაისტუმრებს ორივეს ერთად ოპოზიციაში. დღეს, როდესაც მერი საუბრობდა აქ თითქოს ოპოზიციური საკრებულოს მხრიდან მისი საქმიანობის საბოტაჟი მიმდინარეობდა, ეს არის აბსურდი, სიცრუე, საუბარია იმ მერიაზე, რომელმაც ქალაქში ეკოლოგიური პრობლემები ვერ მოაგვარა, წყალმომარაგების პრობლემები ვერ მოაგვარა," - აცხადებს ბერდია სიჭინავა.

 

 

 

 

დღის ამბები