25 ნოემბერი 2024,   14:26
ვრცლად
"ნეტგაზეთი" შალვა პაპუაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის და აღნიშნავს, რომ შეცდომა დაუშვეს

"ნეტგაზეთი" და "ბათუმელები" აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში შეცდომა დაუშვეს.

"ვეხმაურებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შესყიდულ ტყესა და მიწის ნაკვეთზე ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და გამოვთქვამთ წუხილს დაშვებული შეცდომის გამო," - ნათქვამია განცხადებაში.

"ბათუმელები"/"ნეტგაზეთის" მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული იყო, რომ შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ 20 ჰექტარი ტყე 1 ლარად გადასცა მდინარე ალაზნის სანაპიროზე. სტატიასთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილია, ამ დეზინფორმაციის შესახებ დაველაპარაკები იმ საელჩოებს, რომლებიც ამ მედიის დაფინანსების უკან დგანან," - დაწერა შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.

დღის ამბები