25 ნოემბერი 2024,   15:19
ვრცლად
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანებაზე ჯარიმის ოდენობა გაზრდილია და ის 500-დან 2000 ლარამდეა.

იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან შესაბამისი ცნობის საფუძველზე.

დღის ამბები