თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია გვიან ღამით დასრულდა.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილი "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად მსვლელობით უზენაეს სასამართლოსთან მივიდნენ, მოგვიანებით, სიმბოლურად, ევროპის მოედანზე გაჩერდნენ; საბოლოოდ კი აქცია იუსტიციის სახლთან დასრულდა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან ინიციატივის უკან გაწვევას ითხოვენ. დემონსტრაციის ორგანიზატორებად მოძრაობები "ჯიუტი" და "დაფიონი" სახელდებიან.