25 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ოთარ შამუგიამ ლურჯი მოცვის ფორუმი გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ლურჯი მოცვის ფორუმი გახსნა.

პანელური დისკუსიის ფორმატში იმსჯელეს ლურჯი მოცვის, როგორც სტრატეგიული დარგის განვითარებაზე, მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბაღების გაშენებაზე, ასოციაციის როლზე, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

"გასულ წელს, დაახლოებით 21 მილიონი დოლარის მოცვის ექსპორტი განვახორციელეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წელს და მომავალ წლებში, ჩვენ ამ მაჩვენებლების რამდენიმეჯერ ზრდას ველოდებით, ვინაიდან სახელმწიფოს მხარდაჭერით, დაახლოებით 2 800 ჰექტარი ბაღი გაშენდა ქვეყანაში", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები