25 ნოემბერი 2024,   14:24
ვრცლად
რამდენიმე საათი ვიყავი პოლიციაში, შემდეგ კლინიკაში, ახლა სახლში ვარ - ალეკო ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დაზიანებების გამო ის გვიანობამდე კლინიკაში იმყოფებოდა.

“ყველას სათითაოდ ვერ ვპასუხობ ვინც მკითხულობს და აქ დავწერ: გუშინ კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემატყეპის ესტაფეტა გადაიბარეს, შემდეგ რამდენიმე საათი ვიყავი დიდუბის პოლიციაში, მერე კლინიკაში და ახლა სახლში ვარ.

კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჯელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს. სისხლჩაქცევებზე და ეგეთებზე ლაპარაკი არც ღირს, მაგრამ მხნედ ვარ, შემართებით! არა, რუსულ კანონს!!!" - წერს ელისაშვილი.

დღის ამბები