25 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გადაწყვიტეს

ევროკავშირის ლიდერებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ავრცელებს.

როგორც მიშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფრის გაკეთება, რათა იზოლაციაში მოექცეს ირანი.

“ჩვენ ვგმობთ ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას. ჩვენ გადავწყვიტეთ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ეს არის მკაფიო მესიჯი. ჩვენ ასევე გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა დავიცვათ მოქალაქეები. თითოეული მოქალაქის სიცოცხლე მნიშვნელოვანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, გაკეთდეს ყველაფერი ირანის იზოლაციაში მოსაქცევად“, – ამბობს მიშელი.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, სანქციებში ის კომპანიები მოხვდებიან, რომლებიც დრონების წარმოებაში არიან ჩართულები.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში გუშინ ევროკავშირის ორდღიანი სამიტი დაიწყო. ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხის გარდა, ლიდერებმა ასევე განიხილეს ისრაელში, ღაზასა და ლიბანში არსებული ვითარება. საუბარი ასევე შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომსა და თურქეთთან ურთიერთობებს.

დღის ამბები