25 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
სხვადასხვა კლინიკაში აქციაზე დაშავებული 7 პირია გადაყვანილი, მათ შორის 2 სამართალდამცავია - დაშავებულების ნაწილს ტვინის შერყევა და მოტეხილობები აღენიშნება

გუშინ, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციიდან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 7 პირი გადაიყვანეს, აქედან 2 სამართალდამცველი იყო, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

თამარ გაბუნიას თქმით, დაშავებულების ნაწილს აღენიშნებოდა ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები.

"დაშავებულია 2 პოლიციელი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა კავკასიის მედიცინის ცენტრში. მათ აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანება, ერთ-ერთს თავისა და ცხვირის მიდამოს ტრავმა. ორივე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით გაეწერა ბინაზე. ასევე, თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი იყო 5 მოქალაქე სხვადასხვა სახის დაზიანებით. მათ სათანადო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდათ”, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები