რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების დროს ოთხი პოლიციელი დაშავდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს დაზიანებები სახისა და თავის არეში, ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული.
დაშავებულების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ისინი მკურნალობას განაგრძობენ.