25 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
რატომ არის გამჭვირვალობა რუსული და გაუმჭვირვალობა ევროპული, ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს - ირაკლი ქადაგიშვილი

უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს ვერ შეუშლის, რადგან მისი მთავარი არსი გამჭვირვალეობაა - ეს კი ის მთავარი ღირებულებაა, რომელზეც ევროპა დგას.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ გაუგებარია, როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას.

"გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი და, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია, როგორ შეიძლება, გამჭვირვალობამ საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას,“ - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში ეჭვს აჩენს, რატომ არ სურთ მათ ამ კანონის მიღება.

"რატომ არ სურთ მათ ამ კანონის მიღება, ეს უკვე საზოგადოებაში ძალიან დიდ ეჭვს იწვევს. ანუ, მართლა არის აქ დაფარული ფული და ამ დაფარული ფულის გამოაშკარავება არ უნდათ. სხვა არგუმენტი იმისა, რატომ არის გამჭვირვალობა რუსული და გაუმჭვირვალობა ევროპული, ლოგიკური ახსნა ამას არ აქვს," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები