25 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომას გუშინ მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.

ღამის პირველი საათისთვის დაიწყეს დაშლა რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა. ადგილზე გვიანობამდე იყვნენ მობილიზებულები საპოლიციო დანაყოფებისა და სპეცრაზმის წარმადგენლებიც. მათ რუსთაველის გამზირი მხოლოდ მას შემდეგ დატოვეს, რაც დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან წავიდნენ. მალევე აღდგა საავტომობილო მოძრაობა, დაიწყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ქუჩაში ორშაბათიდან აპროტესტებენ.

დღის ამბები