25 ნოემბერი 2024,   14:22
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ფინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს შეხვდა. უწყების ცნობით, მინისტრმა ფინეთის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანმა თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის ეროვნული თავდაცვის კომიტეტსაც უმასპინძლა.

უწყების ცნობით, მინისტრმა კომიტეტის დელეგაციასთან, რომელსაც ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ჰულუსი აკარი ხელმძღვანელობდა, ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა განიხილა.

ირაკლი ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის მტკიცე პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

დღის ამბები