პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის სამ კანდიდატს მოუსმენს. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად, გიორგი კალანდარიშვილის, ხოლო წევრობის თანამდებობაზე გიორგი შარაბაძის, მაია ზარიძის და გია ცაცაშვილის კანდიდატურები განიხილება.
კომიტეტის წევრებს, ხსენებული კანდიდატები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ ხედვებს გაუზიარებენ.
მმართველი გუნდის განცხადებით, ვაკანტურ პოზიციებზე ღირსეული და პროფესიონალი კანდიდატები არიან წარდგენილნი.