25 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, გახსნილი ვართ დისკუსიისთვის, სრული უფლება გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი - ირაკლი კობახიძე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს, ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი. გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში და მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება და აქამდე ვერ მოხდა იმის დასაბუთება, ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იყოს დაცული.

"მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე საქართველოს პრემიერ-მინისტრად, ყველა გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მიერ იქნა გამოქვეყნებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის ქმედუნარიანობისთვის. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოვთხოვოთ მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით.

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ უკვე ორი შემთხვევა იყო, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა საპარლამენტო არჩევნების, დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით. დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ არ არიან დაინტერესებული ეს ორგანიზაციები, რომ გამოაქვეყნონ ანგარიშები, ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ჩვენ გახსნილი ვართ დისკუსიისთვის. ჰანს კეზელმა ერთხელ აღნიშნა, რომ ფუქნციონირებად დემოკრატიაში უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. მე სხვათა შორის გერმანიაში ვისწავლე და დარწმუნებული ვარ, აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას", – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები