25 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა ისტორიულად მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და ყაზახეთს შორის.

კასიმ-ჟო-მარტ ტოკაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს და ქვეყანაში დიდ პატივს სცემენ ქართველ ხალხს, ისტორიასა და კულტურას, რაზეც ყაზახი ტურისტების რაოდენობაც მეტყველებს.

მან საქართველოს, ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაც მიულოცა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დღის ამბები