25 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
გერმანია ბოლო წლებში ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი ქვეყანა საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - ლევან იზორია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბერლინში, პირველ მოლაპარაკებას გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან გამართავს.

მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნისთვის ჩასატარებელი რეფორმებია. ამის შემდეგ ფედერალურ კანცელარიაში ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს და ბუნდესთაგის პირველ პირს.

პრემიერის რანგში ეს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია გერმანიაში.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლევან იზორია აცხადებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიც იქნება დამატებითი შესაძლებლობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის განმტკიცების კუთხით.

"გერმანია ბოლო წლებში ჩამოყალიბდა როგორც ლიდერი ქვეყანა საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ეს ვიზიტი იქნება დამატებითი შესაძლებლობა ამ მხარდაჭერის გაძლიერების, განმტკიცების. პრიორიტეტი სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული იმ 9 პრიორიტეტის განხილვა იქნება, რომელიც წარმატებით სრულდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე დამატებითი იმპულსები შეიქმნება ორმხრივი ურთიერთობების განსამტკიცებლად. მათ შორის, ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით,“ - აცხადებს ლევან იზორია.

 

დღის ამბები