ლაზარე გრიგორიადისის დედა და უფლებადამცველი, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ამ წუთებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიდიან, სადაც სალომე ზურაბიშვილს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.
თბილის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი ორივე მუხლით, როგორც პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფაში, ასევე სახელმწიფო ქონების განადგურებაში დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მოსამართლე ზვიად შარაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.