25 ნოემბერი 2024,   14:19
ვრცლად
უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვის სისტემები - იენს სტოლტენბერგი

ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის მთელ ტერიტორიაზე - ოკუპანტები ქვეყნის არაერთ ოლქს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით უტევენ; ოდესაზე სარაკეტო იერიშის შედეგად არის მსხვერპლი - დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი; არიან დაშავებულებიც. აფეთქებები იყო ხარკოვისა და ზაპოროჟიას ოლქებში; დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.

საიდან აქვს უკრაინას "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღების შესაძლებლობა? თემა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილა. ჯოზეფ ბორელმა და დმიტრო კულებამ უკრაინისთვის საარტილერიო და სხვა სახის საბრძოლო მასალის დახმარებაზე ისაუბრეს.

"უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საბრძოლო მასალა და საჰაერო თავდაცვის სისტემები" - ეს განცხადება კი ნატო-ს გენმდივანს ეკუთვნის. იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის მიწოდების შეფერხება რუსულ რაკეტებს საშუალებას მისცემს უფრო მეტ ობიექტზე მიიტანონ იერიში.

ნატოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ალიანსის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს უკრაინას და ჟურნალისტის მიერ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ კიევს აქვს უფლება, მტრის სამხედრო ობიექტებს ქვეყნის გარეთ დაარტყას.

დღის ამბები