რუსი ოლიგარქები ევროკავშირის სასამართლოში იმარჯვებენ... ცუდი ნიშანია - ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი Twitter-ი) წერს.
"კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რეჟიმისთვის. რუსი ოლიგარქები პიოტრ ავენი და მიხაილ ფრიდმანი ევროკავშირის სასამართლოში იმარჯვებენ. გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ შავ სიაზე 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მარტამდე, ამიტომ ისინი რჩებიან სანქციების ქვეშ, რადგან სია გაგრძელდა ამ წლის დასაწყისში.. ეს ცუდი ნიშანია," - წერს ჟურნალისტი.