დაზვერვის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობაზე ირაკლი ბერაია წარადგინა.
ირაკლი კობახიძემ ირაკლი ბერაიას კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე ისაუბრა და მას წარმატებები უსურვა. პრემიერმა, მთავრობის სახელით, დაზვერვის სამსახურს სრული თანადგომა აღუთქვა.
შეგახსენებთ, აქამდე ირაკლი ბერაია იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო -ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.