25 ნოემბერი 2024,   14:20
ვრცლად
ყაზახეთი, ბოლო 80 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ სტიქიურ უბედურებას ებრძვის

ყაზახეთი, ბოლო 80 წლის განმავლობაში, ყველაზე მასშტაბურ სტიქიურ უბედურებას ებრძვის. ძლიერ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი ადამიანი. დაკარგულად ითვლება ათობით ადგილობრივი. დატბორილია ათი რეგიონი.

წყლის ნაკადი იმდენად დიდია, რომ სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია 72 ათასზე მეტი ადამიანი. დატბორილია ათასობით სახლი, პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. დანგრეულია ხიდები.

დღის ამბები