ისტორიაში პირველად, გუდაურში სნოუბორდ კროსის ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება. ფინალური ეტაპი 6 და 7 აპრილს გაიმართება.
ტურნირი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ჩატარდება და მასში 18 ქვეყნის 80 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელით 3 სნოუბორდერი იასპარეზებს.