25 ნოემბერი 2024,   15:32
ვრცლად
რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახლა შემოღება არ შეესაბამება საქართველოს ძალისხმევას, შეუერთდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას - დეიმონ ვილსონი​

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს "დემოკრატიის ეროვნული ფონდის" პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი - დეიმონ ვილსონიც გამოეხმაურა.

"რუსული სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახლა შემოღება, ქართველი ხალხის მიერ მისი უარყოფიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოების შეურაცხყოფის მცდელობაა და არ შეესაბამება საქართველოს ძალისხმევას, შეუერთდეს ევროატლანტიკურ, დემოკრატიულ საზოგადოებას", - წერს ვილსონი სოციალურ ქსელ X-ზე.

დღის ამბები