უკრაინაში ომი გრძელდება. რუსეთის თავდასხმებს სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა ქალაქ ხარკოვზეც, სადაც 4 ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოსკოვი მიზანმიმართულად უტევს მშვიდობიან მოქალაქეებს და არღვევს ომის საერთაშორისო კანონებს.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 48 იერიში 5 მიმართულებით მოიგერიეს. სულ ფრონტზე 57 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.