25 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
თუ ოპოზიციას პროტესტი უნდა, აგერ არის ქუჩა, აგერ არიან თვითონ და ძალიან კარგად ვნახავთ, რომ 50 ადამიანსაც ვერ შეკრებენ - სოზარ სუბარი

უკვე ერთ საათზე მეტია, ორბელიანების სასახლეში ოპოზიციური პარტიების წევრები სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. საუბრის მთავარი თემა უმრავლესობის მიერ პარლამენტში ინიცირებული გამჭვირვალობის კანონია. პოლიტიკოსების განცხადებით, ისინი ამ თემაზე კონსულტაციისთვის პრეზიდენტმა თავად მიიწვია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ თუკი ოპოზიციას პროტესტის გამოხატვა უნდა, ისინი 50 ადამიანსაც ვერ შეკრებენ:

"ოპოზიციამ ერთხელ უკვე მოატყუა საზოგადოება და მეორედ ვეღარ მოატყუებს, თუ პროტესტი უნდათ, აგერ არის ქუჩა, აგერ არიან თვითონ და ძალიან კარგად ვნახავთ, რომ 50 ადამიანსაც ვერ შეკრებენ. რამდენიც უნდათ, იყვირონ, ვერავის ვეღარ გამოიყვანენ ქუჩაში, რადგან მათი მოსატყუებელი კბილი ქართულმა საზოგადოებამ უკვე გამოიცვალა. თვითონ რისი ძალა აქვთ - აი, ბურთი და მოედანი, ბურთი არის მათ მოედანზე და ვნახოთ, რისი თავი აქვთ,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

დღის ამბები