გიორგი შერმადინის "ლენოვო ტენერიფემ" მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ესპანური კლუბი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თურქულ "თოფაშს" დაუპირისპირდა, მეტოქეს 83-77 აჯობა და სერიაში 1-0 დაწინაურდა.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 22 წუთი გაატარა და, ამ დროში, 18 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა.
განმეორებითი დაპირისპირება, თურქეთში, 10 აპრილს გაიმართება.