25 ნოემბერი 2024,   14:21
ვრცლად
დრონებით იერიში ხარკოვზე - საცხოვრებელ სახლზე შეტევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

დრონებით იერიში ხარკოვზე - საცხოვრებელ სახლზე შეტევის შედეგად, დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 მაშველი. არიან დაშავებულები. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, არის მსხვერპლი. საარტილერიო იერიში იყო ნიკოპოლზე.

ესტონეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინას რუსეთში სამხედრო ობიექტებზე თავდასხმისთვის ლეგიტიმური უფლება აქვს. ამის შესახებ ალარ კარისმა ტალინში, უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი ბრიფინგის დროს განაცხადა.

"იმისთვის, რომ უკრაინა ნატო-ში მოვიწვიოთ, ომი უნდა დასრულდეს და უნდა არსებობდეს იმის გარანტიები, რომ ის ხელახლა აღარ დაიწყება," - ამბობს ნატო-ს გენერალური მდივანი ვაშინგტონში.

დღის ამბები