25 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
[VIDEO] დაპირისპირება პარლამენტში - რას მოჰყვა ხმაური და სიტყვიერი კონფლიქტი

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში სხდომათა დარბაზში - დეპუტატების დაპირისპირება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირების საკითხს მოჰყვა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ კანონპროექტს რუსული უწოდა, რამაც მმართველი გუნდის უკმაყოფილება გამოიწვია.

პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ქართველმა ხალხმა "ქართულ ოცნებას" კანონპროექტი არ უნდა გაატანინოს და მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდა.

დღის ამბები