25 ნოემბერი 2024,   14:19
ვრცლად
რუსეთი ამერიკელ დიპლომატებსა და "ეფბიაი-ს" აგენტებს აკუსტიკური იარაღით თავს ესხმოდა - Spiegel

რუსეთის თავდასხმა ამერიკელ დიპლომატებსა და "ეფბიაი-ს" აგენტებზე აკუსტიკური იარაღით, - ამ შინაარსის ერთობლივ ვრცელ საგამოძიებო მასალას "შპიგელი", "ინსიადერი" და "სიბიესი" ავრცელებენ.

მწვავე თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა - ეს იმ სიმპტომების მცირე ჩამონათვალია, რასაც აკუსტიკური იარაღის გამოყენება ადამიანებში იწვევს. სტატიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, გერმანიაში, ჩინეთში, კუბასა და საქართველოში ამერიკელი დიპლომატები რუსეთის სამიზნე გახდნენ.

გამოძიების მიხედვით, თბილისი შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერში მოხდა. თავდასხმა კი ამერიკის საელჩოს თანამშრომლის მეუღლეზე განხორციელდა. ზებგერითი იარაღით გამოწვეულმა ხმებმა, მის ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენა იქონია.

უსაფრთხოების გამო, საგამოძიებო მასალაში მსხვერპლთა გვარები დასახელებული არ არის. გამოძიებით დგინდება, რომ საერთო ჯამში, აკუსტიკური იარაღით თავდასხმა 100- ზე მეტ ამერიკელზე მოხდა.

დღის ამბები