სილამაზისთვის, რომელიც კრახით სრულდება, ახლა პლასტიკური ქირურგიის და კოსმეტოლოგიური ინექციის მსხვერპლ პაციენტებზე უნდა ვისაუბროთ - ბლეფაროპლასტიკა ანუ ქუთუთოს კორექცია, ნაოჭების გასწორება, ცხვირის და ტუჩის, მკერდის კორექცია.
პლასტიკური ქირურგია თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა. ადამიანებს სურთ, უფრო ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ და ამაში ერთი შეხვედვით ცუდიც არაფერია, თუმცა ყველა ოპერაციას და ინექციას თან რისკიც ახლავს.
პლასტიკური ქირურგია ყოველთვის სასურველი შედეგით არ სრულდება, ამიტომაც გამოთქმა "სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს" შეგვიძლია ზოგჯერ პირდაპირი გაგებითაც გავიგოთ.
დაზარალებულები, ექიმებს უჩივიან - ესთეტიკური მედიცინის არაესთეტიური მხარე.
სხვაობა პლასტიკურ ოპერაციამდე და შემდეგ - ერთ-ერთ მსხვერპლ პაციენტს უნდოდა ყოფილიყო უფრო ლამაზი, მაგრამ ახლა თვლის, რომ მსხვერპლი აღმოჩნდა. იტალიაში მცხოვრებმა, ექიმის რეკლამა სოციალურ ქსელში ნახა დაუკავშირდა და ოპერაციაც დაგეგმა.
თავად ქირურგი ოპერაციას წარუმატებლად არ თვლის.
ამ შემთხვევაში ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა უკვე ოფიციალური დავის ფორმატში გადავიდა. ახალა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ უნდა დაადგინოს წარუმატებელი ოპერაციის მიზეზი იყო თუ არა ექიმის შეცდომა.
ეს არ არის ერთადერთი დავა, რომელიც პლასტიკური თუ ინექციური პროცედურების გართულებების გამო წარმოიშვა. კიდევ ერთ მსხვერპლ პაციენტს უნდოდა ტუჩის მოცულობის გაზრდა და საბოლოოდ ურთულესი ოპერაციის საჭიროების წინაშე აღმოჩნდა.
სილამაზის მსხვერპლი სოციალურ ქსელში შექმნილ სპეციალურ ჯგუფებში ბევრია, ზოგი ცხვირის წარუმატებელი ოპერაციის გამო ჩივის, ზოგი მკერდის, ზოგსაც კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდგომი გართულებები აწუხებს. ეს ის სივრცეა სადაც ერთმანეთს წარუმატებელი პლასტიკური თუ მანიპულაციური ჩარევების შედეგებთან ბრძოლის გზებს უზიარებენ. აქ ზოგს საკუთარი ვინაობის გამხელა არ სურს, ზოგსაც ვიზუალის გაუარესებამ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემაც კი შეუქმნა. ჯანდაცვის სპეციალისტები ასეთ პაციენტებს ურჩევენ იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის.
თანამედროვე სამყაროში ვიზუალის ცვლილება პლასტიკური მედიცინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა, ამ მიმართულებას ჰყავს როგორც დაზარალებული ისე კმაყოფილი პაციენტები, ამიტომ სილამაზე ყოველთვის მსხვერპლს არ მოითხოვს, თუმცა მოითხოვს სიფრთხილეს.